R&E

ინგლისური ყველასათვის


ყველა ის სკოლა, რომელსაც ბრიტანული სახლი შემოგთავაზებთ, უზრუნველყოფს მაღალი დონის სწავლებას, ე.წ. “ენის მატარებელი” მასწავლებლების მიერ (ანუ ისეთი მასწავლებელი, რომლის მშობლიური ენა ინგლისურია).
ენის სკოლებში ატმოსფერო მეგობრული და თბილია, მომსახურების დონე შეესაბამება სერვის-ბიზნესის პრინციპს, ანუ მიუხედავად იმისა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაა, მოსწავლე (და მისი ოჯახი) ფულს იხდის და მან მაღალი დონის მომსახურება და შედეგი უნდა მიიღოს. ბუნებრივია, მსწავლელისგან, ასაკის მიუხედავად, სწავლა, გაკვეთილებზე დასწრება და სხვა აუცილებელი ნორმების დაცვა მოითხოვება. ურთიერთპატივისცემა და ზრდილობა ბრიტანეთის სკოლების და ზოგადად განათლებული საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და საქართველოს მოქალაქეებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.

ენის პროგრამების არჩევანი შეუზღუდავია, ზოგადი ინგლისურის კურსიდან დამწყებთათვის და პროფესიული, პირადად თქვენთვის შერჩეული კომბინაციით დამთავრებული. ასევე შემოგთავაზებთ სპეციალიზირებულ, ერთი-ერთზე სისტემის კურსებს, სპეციფიური ტერმინოლოგიით და ე.წ. “სრულ ენობრივ გარემოს” კურსებს, რომელიც გულისხმობს კერძო მასწავლებლის დაქირავებას და მასთანვე სახლში ცხოვრებას (კვებას და დასვენებას) სწავლის განმავლობაში.
კურსებზე ჩარიცხვის კრიტერიუმები განსხვავდება პროგრამის მიხედვით და თითქმის შეუზღუდავია: 16-დან 60 წლამდე ასაკის მსურველთათვის მთელი წლის განმავლობაში შესაძლოა სწავლა დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ კუთხეში 3 კვირიდან 52 კვირამდე (ასევე სხვადასხვა სკოლებში განაწილება – მცირე დამატებითი გადასახადით).
ძირითადი ნაკრები სკოლებისა, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ თავმოყრილია ლონდონში, ოქსფორდში, კემბრიჯში, ბრაიტონში, ედინბურგში, იორკში, ბონრმუთში და ა.შ. უამრავი პატარა ულამაზესი საკურორტო ქალაქების სკოლები ასევე თქვენს მოლოდინშია.
სკოლების აღჭურვილობა და სასწავლო გარემო თანამედროვეა და განგაწყობთ სწავლისადმი, დაუძაბავ და სასიამოვნო გარემოში. თქვენი და თქვენი შვილების ფიზიკური და მორალური უსაფრთხოება უპირველესი ამოცანაა და ჩვენს სკოლებში ყველა შესაბამისი ნორმა ზედმიწევნით სრულდება.

         სასწავლო კურსის ფასები ძალიან დემოკრატიულია, თითქმის ყველა მსურველს შეუძლია მისი ბიუჯეტის შესაბამისი კურსი შეარჩიოს. მოგვმართეთ და დაუყოვნებლივ შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, რომელშიც სრულად შევა ყველა ხარჯი, რასაც სწავლა დიდ ბრიტანეთში მოიცავს.